ვენეციის კომისიამ გააკეთოს ამაზე საკუთარი დასკვნა და შეშფოთებებზე მერე ვილაპარაკოთ - "ოცნება" ევროპის სახალხო პარტიის მოწოდებაზე
პოლიტიკა - 19:13, 23 Dec, 2020     991

"ქართული ოცნება" აპირებს, ყველაზე დიდი ოპოზიცური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და რეგისტრაციიდან მოხსნის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გადააგზავნოს. სწორედ ამ საკანომდებლო ინიციატივამ შეაშფოთა ევროპის სახალხო პარტია (EPP) და მმართველ გუნდს მოუწოდა "ოპონენტების შეზღუდვის ნაცვლად, დაუბრუნდეს დიალოგს და იპოვოს გამოსავალი".

"ოცნებაში" კი ირწმუნებიან, რომ მათი ინიცირებული კანონპროექტი დემოკრატიულია და ვენეციის კომისიის დასვკნას ელოდებიან.

"ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი გუნდი მოქმედებს ევროპული დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ იყო ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვენეციის კომისიამ გააკეთოს ამაზე საკუთარი დასკვნა" – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

"ჩვენ გავაკეთეთ ძალიან ცხადად განცხადება დღეს პარლამენტის სხდომაზე, ეს არის ინიციატივა, რომელზედაც კონსტულტაციების გავივლით საერთაშორისო პარტნიორებთანაც და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ფაქტი არის ერთი, საჭიროა სამართლებრივი მექანიზმების შემუშავება რაც ქვეყანას დაიცავს მსგავსი მდგომარეობისგან" – აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

ოცნების წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილი EPP–ს განცხადებაზე კომენტარს თავს არიდებს: "შეშფოთებებზე მერე ვილაპარაკოთ" - ამ რეპლიკით შემოიარგლა მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე EPP–სთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42