მეტიც, ოპოზიციონერი პირდაპირ აცხადებს, კობახიძის სახელით, პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ოპოზიციონერებს ფულს სთავაზობენ.
“ოჯახებში დაძრწიან უკვე კობახიძის ტიპები და არამხოლოდ… გადასაბირებლად. ყველა ჩვენი მისამართით, მაგალითად ჩემი მისამართით, პირდაპირ ეთერში ვამბობ. ჩემთან მოდიან ოჯახში. გარიგებას გვთავაზობენ. ჯერ კიდევ 3 კვირის წინ იყო ეს შემთხვევა. გარიგებაზეა საუბარი, ამაზე დიდი დანაშაული რა არის, ვიდრე ქრთამის, ფულის შემოთავაზება? ყველანაირ გარიგებაზე მოდიან, გინადგურებენ ბიზნესს, გბლოკავენ, ყველაფერს აკეთებენ აბსოლუტურად. ოპოზიციაში რომ ვიყავი ყოფილი ხელისუფლების დროს, ჩვენი ბიზნესი რაღაცნაირად მოქმედებდა, წარმოებაში იყო, ახლა როგორც კი შეიტყობენ, რომ შენი ოჯახის წევრი ოპოზიციონერია, ყველაფერს გიბლოკავენ”,– თქვა ჩარკვიანმა.
კითხვაზე, შესთავაზეს თუ არა მას მმართველი გუნდიდან პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ გარკვეული თანხა, ჩარკვიანი პასუხობს, რომ კონკრეტიკისგან თავს შეიკავებს.
თუმცა, კითხვას, სთავაზობენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები თანხას ოპოზიციური პარტიების წევრებს, ის პასუხობს, რომ "კი, რა თქმა უნდა, აბა რა".
" გარიგებას სთავაზობენ... ვისთვის თანხაა და ვისთვის რაღაც სხვა. შემოდით - ამაზეა საუბარი. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ღირებულებებს არასდროს ვღალატობ და არც ამჯერად მიღალატია. სხვა პარტიებმა საკუთარ თავზე ისაუბრონ. მუშაობენ, რომ როგორმე ჯერ მოგსპონ და კედელთან მიგამწყვდიონ, მერე მოვიდნენ და ლაპარაკი დაგიწყონ შესვლა-არშესვლაზე. პიროვნულად ჩემს თავზე მაქვს საუბარი. კონკრეტული რაღაც შემომთავაზეს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, ეს არის ჩემი ინფორმაცია", - აცხადებს ჩარკვიანი.
მასალის გამოყენების პირობები






