მოქალაქე შ.გ. 20 დეკემბერს გავიდა სახლიდან რის შემდეგაც არ გამოჩენილა - აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
მოქალაქე შ.გ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები - ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქე შ.გ.-ს დედის განცხადების საფუძველზე, სადაც განცხადების ავტორი აღნიშნავს, რომ მისი შვილი მიმდინარე წლის 20 დეკემბერს სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
რაც შეეხება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულისკარის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილ წითელი ფერის მსუბუქ ავტომობილს, ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში გაირკვა, რომ აღნიშნული ავტომობილი აღრიცხულია სხვა პირზე, რომელმაც რეგისტრაციის გარეშე მიჰყიდა და ავტომობილით სარგებლობდა შ.გ.
მოქალაქე შ.გ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები,"-ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






