ხუხაშვილის შეფასებით, ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ ამ ტიპის შანტაჟი იმოქმედებდა ოპოზიციაზე.
"დაფინანსება არ მოგვიხსნანო და შევარდებოდნენ პარლამენტში, რადგანაც ეს ასე არ მოხდა ახლა უნდათ, რომ საკითხი გაწელონ და შეეცადონ საერთო ოპოზიციის „მორჯულებას“, - ამბობს ის "ინტერპრესნიუსთან".
მისი თქმით, კანონპროექტების ინიცირების უკან პერსონალური, ან პოლიტიკური შანტაჟის ინტერესი დევს.
„ამ საკითხებზე რიტორიკა დაიწყო ვაჭრობის გახსნის მოტივით, უფრო პოლიტიკური მოტივი ჰქონდათ, ვიდრე სამართლებრივი და შანტაჟის სუნი ასდიოდა. რადგანაც ამან მოკლე ვადაში არ იმოქმედა და პოლიტიკური ამოცანა ვერ შესრულდა, უკან წაღება არ უნდათ ამ ყველაფრის და ამიტომ უფრო გაწელვაზე ფიქრობენ, რომ როგორმე გაახანგრძლივონ ეს საკითხი. მათ იმედი ჰქონდათ, ალბათ, რომ ამ ტიპის შანტაჟი მეყსეულად იმოქმედებდა ოპოზიციაზე, დაფინანსება არ მოგვიხსნანო და შევარდებოდნენ პარლამენტში, რადგანაც ეს არ მოხდა ახლა უნდათ, რომ ეს საკითხი გაწელონ და შეეცადონ საერთო ოპოზიციის „მორჯულებას“. ვფიქრობ, რომ კანონპროექტები რომლის უკანაც დევს პერსონალური ინტერესი, ან პოლიტიკური შანტაჟის ინტერესი, ასეთი კანონპროექტების ინიცირება საერთოდ არ უნდა ხდებოდეს. აშკარაა, რომ ეს ყველაფერი მიმართულია პოლიტიკური ოპონენტების საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






