"მე არ ვიცი, ვინ არის ავთანდილ ენუქიძე, ცხოვრებაში არ გამიგია, არ მსმენია. არ მჯერა, რომ უცებ ხვალ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ავთანდილ ენუქიძე არის ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი, რომელსაც სავსე აქვს თავი იდეებით, როგორ უნდა შეცვალოს ეს ქვეყანა და რაღაც რეფორმების პაკეტით შევიდა პარლამენტში და ხვალიდანვე დაიწყებს კანონების ინიცირებას. ეს ადამიანი, ან იყიდეს, ან შეიტყუეს ამითი, ან ამ ადამიანს მთელი ცხოვრების ოცნება ჰქონდა, რომ რამენაირად პარლამენტში აღმოჩენილიყო. მესამე ვერსია, რომ მნიშვნელოვან ინიციატივებს დააყენებს, მე მაგის არ მჯერა. ჩათვალეთ, თუ ის შევიდა, იქნება ოცნების არა 90, არამედ 91 დეპუტატი. ეგ არის და ეგ", - განაცხადა ჯაფარიძემ.
"პატრიოტთა ალიანსის" სიის მე-4 ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ საარლამენტო მანდატზე უარს არ ამბობს და ჯერ არ გადაუწყვიტავს, როდის შევა პარლამენტში.
პატრიოტთა ალიანსს საპარლამენტო არჩევნებში 4 სადეპუტატო მანდატი ერგო. ირმა ინაშვილმა და პარტიული სიის კიდევ ორმა წევრმა მანდატის შეწყვეტის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






