ნებისმიერი ფორმატი, სადაც ჩართული არ არის თავისუფალი სამყარო აშშ-ის, ნატოსა და ევროკავშირის სახით, სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის და არ შედის საქართველოს ინტერესებში - ბოკერია ზურაბიშვილის ინიციატივაზე
პოლიტიკა - 16:41, 23 Dec, 2020     881

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება კავკასიური მშვიდობის პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით.

ბოკერიას თქმით, ზურაბიშვილი გამოირჩევა ინსტიქტებით და პოზიციებით, რომლებიც საზიანოა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ნებისმიერი ფორმატი, სადაც ჩართული არ არის თავისუფალი სამყარო აშშ-ის, ნატოსა და ევროკავშირის სახით, სახიფათოა ქვეყნისთვის და არ შედის საქართველოს ინტერესებში.

„ჩვენი პრეზიდენტი, გარდა იმისა, რომ არასერიოზული ადამიანია, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ამას გარდა ცნობილია წარსულშიც ინსტიქტებით და პოზიციებით, რომლებიც საზიანოა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებიოსათვის.

ჩვენ გვახსოვს საერთო წვრთნებთან დაკავშირებით, როდესაც შეერთებული შტატების ჯარები აქ იყო, მისი პროტესტი, რომ აღშფოთდა ამასთან დაკავშირებით, რუსულ პროპაგანდასთან სრულ თანხვედრაში და ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა.

რაც შეეხება ამ ინციატივას, თურქეთი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, მაგრამ ნებისმიერი ფორმატი, რომელშიც არ იქნება ჩართული თავისუფალი სამყარო, ან შეერთებული შტატები, ან ნატო, ან ევროკავშირი, უსაფრთხოების ამ ჭრილში, არის საქართველოსთვის არასასურველი მინიმუმ, ან სახიფათო. სწორედ ასე უნდა მიუდგეს ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება ასეთ ინიციატივებს, ამ ჭრილში, რადგან იქ არის რუსეთიც ჩართული, რომელიც არის აგრესორი ქვეყანა, საქართველოსთან მიმართებაში სპეციფიურად და სადაც არ არის ჩართული ან აშშ ან ნატო და ევროკავშირი, საქართველოს ინტერესებში ეს არ შედის.“ - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42