"ერთგვარი უკანდახევაა, ალბათ, რადგან შეაჩერეს და ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან. თუმცა, ამით, ხომ ინიციატივების დაყენების არსი არ იცვლება. "ქართული ოცნება" ასეთი მიდგომით ცდილობს, დააშანტაჟოს ოპოზიციური სპექტრი, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოკიდებულია საბიუჯეტო დაფინანსებაზე. ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებასა და ივანიშვილს არ აქვთ გააზრებული თუ რამდენად ღრმა არის პოლიტიკური კრიზისი. როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტის მიერ არჩეული დეპუტატები არ შედიან პარლამენტში, ეს აჩვენებს რამდენად ღრმა კრიზისია ქვეყანაში", - განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 17 დეკემბერს გააჟღერა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი და იმ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში დარჩებიან, დაფინანსება შეუწყდებათ.
კობახიძე შემდეგ გამოვიდა ინიციატივით, პარტიების დაფინანსების შეწყვეტისა და ენმ-სთვის რეგისტრაციის გაუქმებაზე კანონპროექტი ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას გაუგზავნონ და განხილვები მხოლოდ ამის შემდეგ განაახლონ.
მასალის გამოყენების პირობები






