იმ პოლიტიკური არარაობების ნებისმიერ კომბინაციას, რომელსაც ივანიშვილი შემოიკრებს, არ აქვს უნარი, ხედვა, რწმენა და კომპეტენცია, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს - ბოკერია
პოლიტიკა - 15:34, 23 Dec, 2020     902

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, პარლამენტში მთავრობის დამტკიცების პროცესს ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის პირობებში, არ აქვს მნიშვნელობა მთავრობის შემადგენლობას, რადგან მის მიერ შემოკრებილ „პოლიტიკური არარაობების“ გუნდს არ აქვს უნარი, რომ გაუმკლავდეს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ კრიზისულ ვითარებაში, საზოგადეობამ იხილა კატასტროფა, როცა მთავრობამ განვლილი თვეები გამოიყენა არა მომზადებისათვის, არამედ თვითტკბობისათვის და ოპონენტების დემონიზაციისათვის.

ბოკერიას თქმით, ის მძიმე ვითარება, რაც დღეს ქვეყანაშია, არის ივანიშვილის და მისი შემოკრებილი პოლიტიკური კლოუნების პასუხისმგებლობა.

„ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის პირობებში, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს შემადგენლობა რა იქნება, არცერთ შემთხვევაში იმ პოლიტიკური არარაობების და კლოუნების ნებისმიერ კომბინაციას, რომელსაც ივანიშვილი შემოიკრებს, არ აქვს უნარი, ხედვა, რწმენა და კომპეტენცია, რომ ნორმალურ ვითარებაშიც კი ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

კრიზისულ ვითარებაში, ჩვენ ვიხილეთ კატასტროფა და უტიფრობა, როცა საუკეთესო თვეები და ხალხის რესურსი იქნა გამოყენებული არა მომზადებისათვის პანდემიასთან ბრძოლის მეორე ეტაპისთვის, როცა გაიხსნებოდა ეკონომიკა, არა ეკონომიკური კრიზისის დროს ტვირთვის შესამცირებლად ხალხისთვის და მეწარმეებისათვის, არამედ თვითქებისათვის, თვითთტკბობისათვის და ოპონენტების დემონიზაციისათვის.

კატასტროფული ვითარებაა და ის ტრაგედიები, რასაც ჩვენ გარშემო ვხედავთ ობიექტურ გარემოებებთან ერთად, არის ივანიშვილის პერსონალურად და მისი შემოკრებილი პოლიტიკური კლოუნების პასუხისმგებლობა.

როდესაც ერთ-ერთი მთავარი კლოუნი იძახის, რომ არ ცვლის გუნდს, ეს არის დემონსტრირება იმის, რომ როდესაც მთავრობას არ აქვს მანდატი ხალხისგან მოპოვებული, როგორ მართავს ქვეყანას.“ - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42