"სქართველო უნდა იყოს ნატოს წევრი.გავიხსენოთ ნატოს ფორმირება, იმისთვის რომ საბჭოთა აგრესია შეეჩერებინათ, მაშინ როცა გერმანია ორად გაყოფილი იყო, დასავლეთ გერმანია მიიწვიეს ნატოში და ეს მხოდა ამ აგრესიის შესაჩერებლად; თუ მაშინ შეიძლებოდა ეს, რატომ ვერ იქნება დღეს ასე?! ნუ, მესმის რომ დღეს მონდომება ნაკლებია, მაგრამ რატომაა ეს მიდგომა დღეს ალოგიკური, ეს გაუგებარია" - განაცხადა ბრაიზამ.
აშშ-ის მაღალჩინოსანი "რასმუსენის მოდელზე" საუბრობს, რომელიც ითვალისწინებს, საქართველო ისე გახდეს ნატოს წევრი, რომ ალიანსის ქარტიის მე-5 მუხლი (ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმის შემთხვევაში კოლექტიური თავდაცვის შესახებ) მასზე არ გავრცელდეს:
"მოგეხსენებათ, კვიპროსის თითქმის ყველა კუნძულზე ვრცელდება ევროკავშირის კანონმდებლობა, ისინი ევროკავშირის დაქვემდებარებაში არიან. და ერთადერთი, კვიპროსის ჩრდილოეთ მხარე არაა ევროკავშირის ნაწილი. სეპარატისტული რეგიონები არიან ბევრგან, მაგალითად, ესპანეთში კატალონია, კანადაში კვებეკი... შეიძლება ამ დაბრკოლებების გვერდის ავლა, მით უმეტეს, რომ პრეცენდენტები არსებობს", - თქვა მეთიუ ბრაიზამ.
მისივე განცხადებით, "2008 წელს ნატოში უკრაინის გაწევრიანებისთვის უფრო მეტი დაბრკოლება არსებობდა, ვიდრე საქართველოსთვის, ამასთან, საქართველო, პარტნიორობის შედეგით, ექვსეულში შედიოდა".
მეთიუ ბრაიზამ ამავე გადაცემაში თქვა, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციაში "ბარდაკია"
მასალის გამოყენების პირობები






