თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვას ყოფილი მაღალჩინოსნების დავალებით მოქმედებდნენ.
დაკავებულების ადვოკატების თქმით, ღარიბაშვილმა აღიარა რომ კარტოგრაფები გადაწყვეტილების მიმღებები არასდროს ყოფილან და ბრალდება აბსურდულია.
"პირველი რატომაც ვერ მიიღებენ იმ ჩვენებას ილიჩოვასა და მელაშვილისგან არის ის მარტივი მოცემულობა, რომ ეს ხალხი არის ტექნიკური, ე.წ. სტაფი, რომელიც უბრალოდ ადგენს საზღვრის ხაზსს ტექნიკურად. ანუ ამ ხაზსს როვცა დაიტან რუქის პროექტზე, გჭირდება სპეციალური ცოდნა და სწორედ ეს ცოდნა ჰქონათ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს.
რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას პოლიტიკურ დონეზე, კი ბატონო, გადაწყვეტილებები 96 წლიდან უმაღლესი წარმომადგენლობითი პირების მხრიდან მიიღება. მათ შორის მაღალი იერარქიული პირების მიერ. მართალია ბატონი ღარიბაშვილი, რომ ეს ადამიანები ციხეში ტყუილად სხედან.
მეორე საკითხი რაც უკვე დადასტურდა მისი პრპკურატურაში გამოკითხვის შემდეგ, არის ის თემა, რომ მას წარმოდგენაც კი არ აქვს ამ საქმეზე. ზედაპირული ინფორმაცია აქვს და ზედაპირულია"- აცხადებს ადვოკატი.
ღარიბაშვილმა გუშინ "კარტოგრაფების" საქმეზე დაკავებების ახალი სერია დაანონსა.
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ "კარტოგრაფების საქმეში ღარიბაშვილის გამოჩენა უდაოს ხდიდა ამბავს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის სჭირდებოდათ ამ ადამიანების დაკავება".
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება:
დანაშაულებისთვის არათუ ბოდიშს, არამედ სასჯელს იხდიან დემოკრატიულ საზოგადოებასა და სახელმწიფოებში. სააკაშვილს მოუწევს სასჯელის მოხდა, ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება იგი - ამბობს ღარიბაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






