ვაქცინა იქნება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 11:47, 23 Dec, 2020     1017
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში პრემიერობის კანდიდატს გიორგი გახარიას ფრაქცია "ქართული ოცნების" ფორმატში უსმენენ. გახარია თავის პროგრააში სხვადასხვა საკითხებს შეეხო, რომელთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პანდემია და მასთან დაკავშირებული გამოწვევებია. როგორც გახარიამ აღნიშნა, ვაქცინა იქნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაჭარბებული მოლოდინები უნდა შეიქმნას, თითქოს ეს პრეპარატი ორ თვეში მოაგვარებს პრობლემას:

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველო უკვე არის იმ კოვაქსპლატფორმის წევრი, რომელიც გარანტირებულად ევროპაში მიწოდებული ვაქცინების საქრთველოში შემოტანის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ უკვე წინასწარ ამისთვის გარკვეული ფინანსური რესურსი გადახდილიც გვაქვს. თუმცა, დღეს ვერავინ ზუსტად ვერ იტყვის, როდის, რა რაოდენობით იქნება ეს მოწოდებები განხორციელებული. თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც დაიწყებს პირველ რიგში რისკის ჯგუფის შემცველი ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესს. მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ვაქცინა არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა ერთ ან ორ თვეში გადაწყდება როგორც კი ვაქცინა გამოჩნდება. ვაქცინა არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ პირველ რიგში სიკვდილიანობის რისკები შევამციროთ და დავიცვათ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ჩვენი მოქალაქეები - ხანდაზმულები და იმ პროფესიის ხალხი, რომელსაც წინა ფლანგზე უწევს ბრძოლა. ვაქცინა იქნება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინა ერთ ან ორ თვეში პრობლემას მოაგვარებს და ამით გლობალური პანდემია დასრულდება. ეს პასუხისმგებლობაა, რომელიც გააზრებული აქვს თითოეულ ქვეყანას ევროპაში და ჩვენს პარტნიორებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენს მოსახლეობასთან ამაზე ვსაუბრობთ, უნდა გვქონდეს სწორი მოლოდინების შექმნის აუცილებლობის შეგრძნება“, - განაცხადა გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42