ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკამოდ რთული იქნება - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 11:23, 23 Dec, 2020     1205
საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტში პრემიერობის კანდიდატს გიორგი გახარიას უსმენენ, რომელმაც თავის სიტყვით გამოსვლაში სხვადასხვა საკითხები პუნქტებად განიხილა და განაცხადა, რომ მომდევნო წელი როგორც სახელმწიფოსთვის, ისე ქართული პოლიტიკისთვის. გახარიამ აღნიშნა, რომ ოპოზიციის გარეშე მუშაობა რთული იქნება, რადგან ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დგას:

„2020 წელი იყო საკმაოდ რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებისთვის. გლობალურმა პანდემიამ, ფაქტობრივად, გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს. ასევე, ცალკე აღებულ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე. რაც, რა თქმა უნდა, აორმაგებს ჩვენს პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით, როგორც მთავრობის ასევე პარლამენტის. პარლამენტის, რომელსაც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჯანსაღი ოპოზიცია არ ჰყავს. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკამოდ რთული იქნება იმ გამოწვევების გათვალისიწინებით, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, როგორც გლობალური პანდემიის თალსაზირისით ასევე ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური პროცესის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ჩვენმა მოქალაქეებმა, როცა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება დააკისრა თითოეულ ჩვენგანს. მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა და სირთულისა, რომელიც ჩვენს წინაშე მომავალი წლების განმავლობაში იქნება, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეფექტიანობაზე და პირველ რიგში, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ის პროგრამა, რომელიც პარლამენტის წინაშეა წარმოდგენილი და რომელზეც დღეს და ხვალ შესაძლებლობა გვექნება რომ ვისაუბროთ, პროგრამა რომელსაც სახელად ჰქვია „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, განვახორციელოთ სრულად. ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მიზანი და ოცნება არის ის, რომ 4 წლის თავზე შევძლოთ გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის“, - განაცხადა გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42