„მმართველი გუნდის პოზიცია ასეთია, რასაც მეც ვიზიარებ, რომ იმ ამომრჩევლებმა, რომლებმაც ოპოზიციას მისცეს ხმა, ეს ხმა არ მიუციათ ერთჯერადი პოზიციის დასაფიქსირებლად, არამედ ხმა მისცეს იმისათვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის კანონშემოქმედებით ცხოვრებაში. ეს არ არის ერთჯერადი, ეს არის 4 - წლიანი მანდატი.
ძალიან ბევრი კომპრომისული ნაბიჯი არის ამ მხრივ გადადგმული და კიდევ უფრო მეტი გადასადგმელი. ასე რომ ვფიქრობ, ეს არ იქნება მოლაპარაკების კარის დახურვა, არამედ პირიქით, ახალი შესაძლებლობების მიცემა.
ყურადღებით მოვისმენ და ამის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას. ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, რომ ნეგატივი დაინახოს. თუმცა, ჩემი აზრით, ამ კანონპროექტის ის სტრუქტურირება, რომელიც დღეს გაცხადდება და დღეს იქნება მსჯელობა, მიმართულია იქითკენ, რომ მეტი სივრცე დატოვოს მოლაპარაკებისა და კომპრომისებისთვის“, - განაცხადა სერგეენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






