"კარგია, რომ ქალბატონები ბედავენ უკვე და რეკავენ პოლიციაში" - გომელაური
პოლიტიკა - 23:17, 22 Dec, 2020     1054

„კარგია, რომ ქალბატონები ბედავენ უკვე და რეკავენ პოლიციაში ოჯახური ძალადობის ფაქტების შემთხვევაში“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით პრევენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა:

„პოლიციისთვის მიმართვა ბარიერი იყო. დავამზადეთ ვიდეო რგოლები, დავგზავნეთ SMS-ები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, რომ მოემართათ პოლიციისთვის. 112-მა აამოქმედა ასევე SOS ღილაკი, რადგან როცა იყო შემთხვევა, რომ ვერ რეკავდნენ და იყო SOS ღილაკის საშუალებით გამოეძახებინათ პოლიცია. სხვათაშორის ბევრმა გამოიყენა.

ცუდია, რა თქმა უნდა, რომ იზრდება ერთის მხრივ ოჯახში ძალადობის შემთხვევები, თუმცა მეორეს მხრივ, კარგია, რომ ქალბატონები ბედავენ უკვე და რეკავენ.

თითქმის გაოთხმაგებულია მომართვიანობა.

სხვათა შორის, ძალიან ნაკლები შემთხვევა იყო ეთნიკურად აზერბაიჯანული, სომხური მოსახლეობით დასახლებული რაიონების სოფლების მიმართულებით. ასევე, ქართული ოჯახებიდან ძალიან ნაკლებად იყო მიმართვიანობა და უკვე დაიწყო ნელ-ნელა. ძალიან კარგია, თუ ასე წავალთ. სასიხარულო არ არის, რომ მოიმატა ოჯახში ძალადობის მაჩვენებელმა, თუმცა, მომართვიანობამ რომ მოიმატა, ეს არის ძალიან კარგი და ერთხელ და სამუდამოდ ალბათ ეს კონტროლს ქვეშ იქნება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42