ღარიბაშვილი: ენმ-მ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვა გამოიწვია, მათ შორის დავითგარეჯის
პოლიტიკა - 21:59, 22 Dec, 2020     1088

ირაკლი ღარიბაშვილი დავითგარეჯის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მმართველობის პერიოდში მიიღო გადაწყვეტილებები, რამაც საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა გამოიწვია.

"განსაკუთრებით შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელი იყო ის გადაწყვეტილებები, რომელიც წინა მთავრობამ სააკაშვილის დროს მიიღო და სწორედ ეს აქვს გასარკვევი და დასადგენი პროკურატურას. მიიღეს ძალიან საშიში გადაწყვეტილებები, რაც განაპირობებდა ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას და უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემას, მათ შორის, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის. რომელიც ხსენებული რუკის მიხედვით, სრულად არის ჩვენს ტერიტორიაზე". – ამბობს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებები 1996 წელს შეთანხმდნენ, რომ დავითგარეჯთან მიმართებაში ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ძირითადი დოკუმენტი იყო 1938 წლის შეთანხმება და რუკა, რითაც უნდა ეხელმძღვანელათ, წლების განმავლობაში ასე არ ხდებოდა და პირიქით, მიღებული იქნა საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებები.

"ჯერ კიდევ ჩემი პრემიერობის დროს დავიწყე ამ საკითხის შესწავლა, ეს ჩემი პირდაპირი ვალდებულება იყო და არის ახლა, როგორც მთავრობის წევრის და გავარკვიეთ, რომ ყველა ის რუკა და თანმდევი დოკუმენტაცია საქართველოს არქივებიდან იყო გამქრალი. მეორე დამაეჭვებელი გარემოება რაც გამოიკვეთა, წინა მთავრობას და კომისიას, ჩემი ინფორმაციით, არასოდეს არ მიუმართავს და მცდელობა არ ჩაუდენია, რომ ეს რუკა ყოფილიყო მოძიებული და ამის მიხედვით ყოფილიყო შეთანხმებული. უფრო მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, წინა მთავრობა, კომისია ხელმძღვანელობდა სხვა რუკებით, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს საწინააღმდეგო პოზიციებს გამოხატავდა. შედეგად, ხდებოდა არამართლზომიერი , ანტისახელმწიფოებრივი შეთანხმების გაფორმება. ოპონენტებისგან მოვისმინეთ, რომ არაფერი ყოფილა შეთანხმებული, რაც არის ტყუილი. 2006-07 წლებში, კონკრეტულად ეს მონაკვეთი იქნა შეთანხმებული და ნაცვლად იმისა, საზღვარი გაეტარებინათ დავითგარეჯის კომპლექსის ქედის ძირში, როგორც არის ამ რუკით, გამოატარეს პირდაპირ თხემის თავზე. ეს არის მთავრი დარღვევა, ჩემი აზრით დანაშაული". - აცხადებს ირაკლი ღარიბაშილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42