რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისთვის ჯანმო-მ მადლობა გადაგვიხადა - საპატრიარქო
პოლიტიკა - 21:57, 22 Dec, 2020     995

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგებ, სპეციალური ვიზიტისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სააღდგომო პერიოდში ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისთვის მადლობა გადაუხადა.

საპატრიარქოს პრესსამსახური აცხადებს, რომ კლუგემ საქართველოში გაზაფხულზე ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გადადგმული ნაბიჯების ეფექტურობას და ამ პროცესში მართლმადიდებელი ეკლესიის წვლილს გაუსვა ხაზი.

"მინდა, თქვენს უწმინდესობას მივულოცო ის წარმატება, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიაღწია გაზაფხულზე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში ეკლესიებში ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებისა და დაცვის შედეგად", - განაცხადა კლუგემ საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით.

გაზაფხულზე კორონავირუსის პირველი ტალღის მიმდინარეობისას საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებები კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი საგანი იყო, მათ შორის, ქვეყნის წამყვანი ეპიდემიოლოგების მხრიდან, რომლებმაც, მოზომილი რიტორიკის მიუხედავად, არაერთხელ აღნიშნეს, რომ მრევლის ერთი კოვზით ზიარება ეპიდემიის გავრცელებას შეუწყობდა ხელს.

ეპიდემიოლოგების განცხადებების და სამეცნიერო მტკიცებულებების მიუხედავად, საქართველოს საპატრიარქომ არ შეწყვიტა მორწმუნეთა საერთო კოვზით ზიარება და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საჯარო ღვთისმსახურებები განაგრძო.

საპატრიარქოს ეს გადაწყვეტილება არ დაემთხვა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების, ისევე როგორც საქართველოში არსებული რელიგიური ჯგუფების გადაწყვეტილებას, რომლებმაც მსახურება დისტანციურად განაგრძეს.

საპატრიარქოს გადაწყვეტილება კრიტიკის საგანი გახდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეგზარქიებში მოღვაწე მღვდელმთავრებისთვისაც. არაერთი ეგზარქიის მღვდელმთავარმა საპატრიარქოს ეპიდემიის გავრცელების ხელშეწყობაში დასდო ბრალი.

ამას გარდა, სასულიერო პირთა ნაწილი ქადაგებისას მრევლს უმტკიცებდა, რომ კორონავირუსი არ არსებობს, მათი ნაწილი კი ვაქცინის შემოღების შემდეგ საჯაროდ ამბობდა, რომ ვირუსის საწინააღმდეგო აცრას არ გაიკეთებდა.

მიუხედავად ამისა, საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, ჰანს კლუგემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ "თანმიმდევრულად" განაგრძობს ჯანმოს რეკომენდაციების გათვალისწინებას და დაცვას.

"იმედი გვაქვს, რომ ეკლესია შემდგომშიც თანმიმდევრულად იმოქმედებს ყველა იმ რეკომენდაციების დასაცავად, რომელსაც ჯანდაცვის ორგანიზაციები გასცემენ“, - განუცხადა კლუგემ პატრიარქს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42