ექიმი ვარ განათლებით, არ ვარ მარტო ჩინოვნიკი, საექიმო პრაქტიკაში არის, როცა გამოცდილი ექიმები იყენებენ ამ პრეპარატს - გამყრელიძე რემდესივირზე
პოლიტიკა - 15:29, 22 Dec, 2020     1020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატი რემდესივირი მხოლოდ ჰოსპიტაური მკურნალობის პირობებში გამოიყენება და მისი პაციენტითვის გაცემა აკრძალულია. მისივე განცხადებით, პრეპარატი ანტივირუსულია და ჯანმოს მისი დანიშნვა არ აუკრძალავს:

"პაციენტებზე არ გაიცემა, ეს პრეპარატი არის მხოლოდ ჰოსპიტალური მოხმარების საშუალება, პროტოკოლით შემუშავებულია კლინიკური ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი თენგიზ ცერცვაძე და ყველა კლინიკა, სადაც რემდესივირის გამოყენების მიზანშეწონილობა ჩაითვლება, შეუთანხმებს კლინიკურ ჯგუფს მისი გამოყენების პირობებს. მისი რაოდენობა საკმარისია ქვეყანაში, როგორც მე ვიცი, დაახლოებით 600-700 ავადმყოფზეა გათვლილი და მას აქვს ძალიან მკაცრი ჩვენებები, როდის, დაავადების რა ეტაპზე უნდა დაინიშნოს, რომ მან მოგვცეს მაქსიმალური ეფექტი. ის არ ინიშნება ყველა ავადმყოფზე, არ ინიშნება მძიმე, კრიტიკულ ავადმყოფზე.

ეს პრეპარატი გახლავთ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც შეიქმნა ებოლას საწინააღმდეგოდ, 2014-15 წლებში და შემდგომ გამოყენებული იქნა სწორედ ამ პანდემიის პერიოდში გაზაფხულის ტალღის დროს. ამ პრეპარატს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ არ მისცა რეკომენდაცია, როგორც ფართო მოხმარების პრეპარატს, მაგრამ რეკომენდაცია მას აქვს ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოსი, მისი გარკვეული ჩვენებებით ხმარებისა და ასევე აქვს ამერიკის ინფექციური საზოგადოების რეკომენდაცია, რომ ის შეიძლება იქნეს გამოყენებული,

ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ ამ პრეპარატის დანიშვნა არის წინააღმდეგ ჩვენება კოვიდ–ინფიცირებულთა მკურნალობაში, ეს პრეპარატი გახლავთ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც შეიქმნა ებოლას საწინააღმდეგოდ და შემდგომ გამოყენებული იქნა სწორედ ამ პანდემიის გაზაფხულის ტალღის დროს ძალიან ბევრ კლინიკაში და დღესაც იყენებენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ პრეპარატს არ მისცა რეკომენდაცია, როგორც ფართო მოხმარების პრეპარატს, მაგრამ რეკომენდაცია მას აქვს ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოსი, მისი გარკვეული ჩვენებებით ხმარებისა და ასევე აქვს ამერიკის ინფექციური საზოგადოების რეკომენდაცია, რომ ის, თუ სწორად არის დანიშნული ამცირებს ჰოსპიტალიზაციის დროს.

მე ექიმი ვარ განათლებით, არ ვარ მარტო ჩინოვნიკი, გარდა მკაცრი გაიდლაინებისა, საექიმო პრაქტიკაში არის, როცა გამოცდილი ექიმები იყენებენ ამ პრეპარატს, უნდა აიწონოს სასწორის ორ პინაზე მისი სარგებლობა და ნაკლი, მე ნუ გამომიყვანთ რემდესივირის დამცველად" - განაცხადა გამყრელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42