"მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე.
მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი დაცვით, ამისთვის, მაღაზიების ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე დაიშვება არა უმეტეს 1 მომხარებლისა.
მაღაზიების როგორც შიდა, ასევე, გარე სივრცეში უნდა მოხდეს რიგების მკაცრი მართვა, რათა იყოს დაცული ყველა ზომა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
ფასდაკლებები და აქციები უნდა გამოცხადდეს ძირითადად ან დილის საათებში ან ონლაინ გაყიდვების დროს, რათა არ იყოს დაშვებული მომხმარებლების დიდი კონცენტრაცია.
ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებს გასახდელები
ამასთან, მომხამრებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქტიიცს დაბრუნება ან გადაცვლა 1 თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს პირველი თებერვლის შემდეგ.
სავაჭრო ცენტრებსი იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისიც".
ამასთან ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადის უპირობოდ, სავალდებულოდ და სწორად მოხმარება.
ცქიტიშვილმა სასტუმროები და იქ არსებული რესტორნები გააფრთხილა, რომლებიც მინისტრის თქმით, "ხშირად ცდილობენ გევრდი აუარონ აკრძალვას".
"სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ საღამოს 9 საათამდე, ხოლო 22 საათის შემდეგ დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი", - თქვა ცქიტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






