ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით კაჭარავამ ოკუპირებულ რეგიონებს "მეზობლები" უწოდა.
"გამომდინარე იქედან რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მოგეხსენებათ ძალიან ფეთქებადი რეგიონია კავკასია. ადრე არსებობდა ასეთი პროექტი, გამყოფ ხაზთან სოფლებში იქმნებოდა გუნდები, სპორტული აქტივობები ტარდებოდა, რის გარშემოც პატარ-პატარა სოფლებიდან უამრავი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.
მე მცირედით მივიღე ამაში მონაწილეობა და მახსოვს ამ ბავშვების, მოსახლეობის გაერთიანება სპორტული აქტივობების გარშემო. ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები დიდად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას გაძლიერებაში, მით უმეტეს იმ სოფლებში და რეგიონებში სადაც პრობლემაა და ჩვენ გვინდა, რომ შევურიგდეთ ჩვენს მეზობლებს და გავაერთიანოთ და გავამთლიანოთ საქართველო.
აქედან გამომდინარე, იგეგმება თუ არა ასეთი აქტივობების მხარდაჭერა. იმიტომ, რომ იქ რეალურად ფინანსურად მძიმე სიტუაციაა და სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება ასეთი პროექტების განხორციელებას". - თქვა დავით კაჭარავამ.
მასალის გამოყენების პირობები






