საკაცობრიო პრინციპები არის ძალიან საჭირო პანდემიასთან ბრძოლაში, სამწუხაროდ, გაღარიბდა დიპლომატია, დაკარგა მოქნილობა და თავისუფლება - ზურაბიშვილი
პოლიტიკა - 22:43, 21 Dec, 2020     1138

პანდემიით გამოწვეული ცვლილებები მსოფლიოში - საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ დიპლომატებს "ელჩების კონფერენცია 2020"-ის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით მიმართა.

კონფერენცია წელს კოვიდპანდემიის პირობებში ონლაინ რეჟიმში ტარდება და თავის გამოსვლის დიდი ნაწილი სალომე ზურაბიშვილმა სწორედ ამ საკითხს დაუმთო.

ზურაბიშვილის განცხადებით, პანდემიამ შეცვალა ურთიერთობები, დამოკიდებულება, გადააფასებინა ადამიანებს ღირებულებები და შეცვალა დიპლომატიაც და ის გაღარიბდა და უფრო მეტად ფორმალური გახდა:

“ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო იმ მხრივ, რომ პანდემია პირდაპირ შეებრძოლა ჩვენს ერთ-ერთ ღირებულებას - სტუმართმასპინძლობას. მაგრამ, ამასაც გადავლახავთ. სამაგიეროდ გვაჩვენა, რომ ჩვენი ზოგიერთი სხვა ღირებულება, არამხოლოდ ჩვენი, საკაცობრიო პრინციპები, არის ძალიან საჭირო პანდემიასთან ბრძოლაში, ეს არის - სოლიდარობა, აღმოვაჩინეთ რომ ქვეყანათაშორის სოლიდარობის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია. აღმოვაჩინეთ ასევე თანასწორობა და რომ ეს პრინციპი ვრცელდება ყველაფერზე. პანდემია ვრცელდება ყველაზე, იმის მიუხედავად თუ ვინ არის.

და ბოლოს, პანდემიამ შეცვალა თქვენთვის ყველაზე ახლო სფერო - დიპლომატია. პირდაპირი კონტაქტები, ურთიერთობები, რომელიც არსებობდა და იყო დიპლომატიის საფუძველი, შეიცვალა დისტანციური, სატელეფონო და სხვა საშუალებით ჩატარებულ კონფერენციებით. დისტანციამ, ისედაც ზოგჯერ ცოტა ფორმალური ურთიერთობები, კიდევ უფრო ფორმალიზებული გახადა. ერთი მხრივ გაღარიბდა დიპლომატია, დაკარგა მოქნილობა და თავისუფლება" , - განაცხადა ზურაბიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42