“ქართული ოცნება“ ერთპარტიული პარლამენტით ქვეყანას ვერ მართავს, ამიტომ ადრე თუ გვიან მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება - სამადაშვილი
პოლიტიკა - 22:33, 21 Dec, 2020     1254

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ წარმოუდგენელია “ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიული პარლამენტით ქვეყნის მართვა შეძლოს.

მისი თქმით, "ოცნებას" მოუწევს აუცილებლად ჩაატაროს ხელახალი არჩევნები და გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები.

„ერთპარტიული პარლამენტი შეიძლება დარჩეს ის რეალობა, რომელშიც მოგვიწევს ჩვენ ცხოვრება რაღაც პერიოდის მანძილზე. თუმცა ეს მდგომარეობა ქვეყანაში დიდხანს ვერ გაგრძელდება და თავისთავად მოლაპარაკებები არ დასრულდება „ქართულ ოცნებასთან“ იმიტომ, რომ ჩვენ ხომ საბოლოო ჯამში მაინც მივაღწევთ ჩვენს ამოცანას, რაც არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყანაში იმიტომ, რომ უბრალოდ ფიზიკურად წარმოუდგენელია, რომ “ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელოს საოცარი ერთპარტიული პარლამენტით ქვეყნის მართვა. ესე „ქართული ოცნება“ ვერ მართავს ქვეყანას, ამიტომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მათ ყველა შემთხვევაში მოუწევთ, ყველა შემთხვევაში მოუწევთ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მოუწევთ საარჩევნო სისტემის რეფორმის განხორციელება. ჩვენ ვნახეთ, რომ საერთაშორისო წნეხი „ქართულ ოცნებაზე“ უკვე გაძლიერდა, ვნახეთ განცხადებები, რომლებიც გაკეთდა ამერიკის სენატში, ვნახეთ განცხადებები ფასილიტატორი ელჩების, რომლებიც პირდაპირ გაფრთხილებას აძლევენ „ქართულ ოცნებას“, რომელიც ეხება თავდასხმას ოპოზიციურ პარტიებზე. ეს ყველაფერი გაგრძელდება და საერთაშორისო წნეხიც გაიზრდება „ქართულ ოცნებაზე“. აუცილებლად, წნეხი ღიად გაიზრდება ქვეყნის შიგნითაც მათ შორის, აქციების გზით, თუ კონსტიტუციით გათვალისწინებული პროტესტის ფორმის გამოყენებით. ჩვენი მოქალაქეები, რა თქმა უნდა, არ შეეგუებიან ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას და ამის პარალელურად „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გაგრძელება იმიტომ, რომ ჩვენ მივაღწევთ ჩვენ შედეგს. ამიტომ არ აქვს არანაირი აზრი, „ქართული ოცნების“ ტაქტიკას და სტრატეგიას, რომ უარი თქვას ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა სამადაშვილმა გადაცემაში "360 გრადუსი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42