"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია "ქართული ოცნების" ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და "ბოდვას" უწოდებს.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელია.
"სრულიად აბსურდული. საბჭოთა ჭაობის სტილში. ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია, რომ სისულელეს საზღვარი არ აქვს. ისეთი ბოდვაა, რომ წამგებიანია, მაგრამ უბრალოდ მათი პროპაგანდის ნიაღვარის ხარჯზე ჯერჯერობით გააქვს. გავრილოვის ამბავზე იყო საჯარო დისკუსია, საჯაროდ მოვუწოდეთ არ ჩამოუშვათო, დაგეგმილი გვქონდა წნეხის განხორციელება, რომ ეს არ დაგვეშვა, მაგრამ ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ ბოდვა იმ ილუზიით, რომ ბოლომდე გაუვა", — ამბობს ბოკერია.
შეგახსნებთ, რომ გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს, გავრილოვი, რუსეთი, ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთად მოქმედებდნენ. კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციისა და რუსეთის ქმედებებს შორის სინქრონს ხშირად ხედავს. მისივე თქმით, 2008 წელს საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლება სინქრონში მოქმედებდნენ და ამ სინქრონით ტერიტორიების 20% დაიკარგა.
მასალის გამოყენების პირობები






