ქუთაისში ახალ წელს არცერთი საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება- ამის შესახებ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, პეტრე ადამაძემ განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე ყველა სახის შემოქმედებითი და კულტურული ღონისძიებები გაუქმდა. შესაბამისად, 31 დეკემბერს არ ჩატარდება საახალწლო კონცერტი, არ იქნება საახალწლო ფოიერვერკი. ასევე, არ მოეწყობა საახალწლო ბაზრობა და არ ჩატარდება ალილო.
ადამაძემ განაცხადა , რომ გამოთავისუფლებული თანხით სოციალური ღონისძიებები დაფინანსდება.
"13 000-ზე მეტი ნობათი დარიგდება. აბსოლუტურად ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს საახალწლო ნობათს ქუთაისის მერიისგან", — განაცხადა პეტრე ადამაძემ.
მისივე თქმით, საახალწლო განათებებზე, ნაძვის ხეზე, სხვა კონსტრუქციებსა და განათებების აღდგენაზე ქუთაისის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 140 000 ლარი დაიხარჯება. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 ლარით დაფინანსდება. ბაგრატის ტაძრის ორნამენტებით გაფორმებულ ნაძვის ხეს 25 დეკემბერს აანთებენ.
მასალის გამოყენების პირობები






