კობახიძე, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატს მანპინძლობდა და ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელშიც ჩასვა ამბობს, რომ ოპოზიცია რუსეთთან და გავრილოვთნ ერთად მოქმედებდა.
"სამოქალაქო პლატფორმა 20/20"–ის წევრი, გიორგი მუმლაძე კობახიძის განცხადებას ბოდვას უწოდებს.
"ირაკლი კობახიძის ბოდვა უკავშირდება იმას, რომ მაქსიმალურად გადაიტანოს აქცენტები ოპოზიციაზე. რუსეთთან დამთბარი ურთიერთობები აქვთ, გავრილოვი დაგვასვეს თავზე, იქ ვიყავი 20 ივნისს, მათ, ვინც, მოგვწამლა, ტყვია გვესროლა და იქ მართლა თავგანწირვით ვიბრძოდით. კიდევ ერთხელ თითოეული თავისუფალი მოქალაქის ღირსებას ჩააფურთხა ამ ადამიანმა " , – განაცხადა მუმლაძემ.
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ გავრილოვის ჩამოსვლის დროს ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, შესაბამისად ოპოზიციის მიმართ მისი ბრალდება უსაფუძვლოა:
"პარლამენტის თავმჯდომარეც ძალიან ცუდი იყო, ისევე როგორც სპიკერია ძალიან ცუდი და "გამპრავებელია" ძალიან ცუდი" – ამბობს გიგა მაქარაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






