თუ ამას გააკეთებენ, ბუნებრივია, ეს იქნება მორიგი დადასტურება იმ დიქტატურის გზის, რომელზეც შედგა ივანიშვილი - კაპანაძე დაფინანსების შეწყვეტაზე
პოლიტიკა - 15:59, 21 Dec, 2020     675

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ქართული ოცნების ინიციატივას ეხმაურება ოპოზიციური პარტიებისათვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

კაპანაძის თქმით, ქართული ოცნება აგრძელებს ამ მუქარას იმისათვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეცვალონ გადაწყვეტილება პარლამენშტი არ შესვლასთან დაკავშირებით, რომელიც როგორც კაპანაძემ აღნიშნა გამომდინარეობს საზოგადოებრივი ინტერესებიდან.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურებს დიქტატურის გზაზე შედგომას.

„ქართული ოცნება აგრძელებს ამ მუქარას იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეცვალონ საკუთარი გადაწყვეტილება და პარლამენტში შევიდნენ, მათ ემუქრებიან, რომ თუ ასე არ მოიქცევიან, შეუწყვეტენ დაფინასებას და ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ მოხსნიან რეგისტრაციიდან, ანუ ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ილუზია და ჰგონია, რომ ასეთი მუქარებით ის შეაცვლევინებს პოზიციას იმ პარტიებს, რომლებიც მოქმედებენ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და საკუთარი ამომრჩევლის დაკვეთით.

ეს, რათქმაუნდა, ასე არ მოხდება, ჩვენ ამ პოზიციას არ შევიცვლით, მათ თუ უნდათ კრიზისის განმუხტვა, მხოლოდ ახალი არჩევნები და ამაზე შეთანხმება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დიპლომატების მონაწილეობით იქნება გამოსავალი და არა მუქარა და დაფინასების გაუქმება და რეგისტრაციიდან ენმ-ის მოხსნა.

თუ ამას გააკეთებენ, ბუნებრივია, ეს იქნება მორიგი დადასტურება იმ დიქტატურის გზის, რომელზეც შედგა ივანიშვილი და რომლიდანაც მერე ყველას ერთად მოგვიწევს, რომ ის ჩავხსნათ.“ განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42