პარლამენტი "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს
პოლიტიკა - 15:24, 21 Dec, 2020     775
"ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა და პარლამენტი უკვე მის განხილვას იწყებს.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი კი განხილვის პროცესში ჩართვის ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ პატიმრებს აქვთ მასშტაბური ამნისტიის მოლოდინი და არის კითხვის ნიშნები, თუ რატომ არ არის ეს ამნისტია ისეთივე მასშტაბური, როგორც ეს 2012 წელს მოხდა:

„საზოგადოებაში ავტომატურად მიმდინარეობს შედარება ამ ამნისტიის პროექტისა 2012 წლის ამნისტიასთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის დარგობრივად ჩვენი, განათლების კომიტეტის, კომპეტენცია, მოგვიწევს რომ თუნდაც, ჩემი სახით ამ პროცესში ჩავერთოთ. ჩვენ გვახსოვს, რომ პატიმრებში იყო ძალიან დიდი მოლოდინი ამ ამნისტიის. დაგვჭირდება კიდევ უფრო მკაფიო კომუნიკაცია, რაშიც მზად ვარ მეც ჩავერთო. არის კითხვის ნიშნები, რატომ არ არის ეს ამნისტია ისეთივე მასშტაბური, როგორიც იყო 2012 წლის. აქ პასუხი მარტივია. ჩვენ 2012 წელს ციხიდან ვუშვებდით ხალხს, რომელთა უმრავლესობა დამნაშავეც კი არ იყო. მაგრამ ეს ვერაფერს შველის იმ მოლოდინს, რომ ეს ამნისტია გაფართოვდეს. მსჯელობისას ალბათ ჩვენ დაგვჭირდება რომ დავსვათ კითხვა, ხომ არ მივცეთ შეღავათი ასევე იმ ადამიანებს, ვისაც აქვს გრძელვადიანი სასჯელი და არ დავრჩეთ იმ პროექტზე, რომელიც ახლა არის. ამ კითხვას საზოგადოება უკვე სვამს. არის ეს საბოლოო ვერსია თუ ოდნავ მაინც უნდა გაფართოვდეს. 7500 მსჯავრდებული და 2500 ბრლდებული ჰყავს ქვეყანას, რაც პატარა ქვეყნისთვის ბევრია. ამ ამნისტიის პროექტში გვაქვს ის, რაც 2012 წლის ამნსტიაში არ ყოფილა, ეს არის სისხლის სამართლის ჯარიმებზე ამნისტია. ასევე მადლობა იმისთვის, რომ პატიმრების ის სეგმენტი არ დაივიწყეთ, უვადო პატიმრების და არის ამ პროექტში ჩადებული", - განაცხადა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42