საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები - ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი არიან.
“რეგლამენტის პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების მიზნის განხორციელებას. ლოგიკურია, თუ პარლამენტის წევრი თვის განმავლობაში ყველა პლენარულ სხდომას არასაპატიო მიზეზით აცდენს, მას ამ თვეში შრომის ანაზღაურებაც არ უნდა მიეცეს“, - განმარტავენ პროექტის ინიციატორები.
პარლამენტის წევრის ხელფასის დაკავებასთან დაკავშირებით მოქმედი რეგლამენტი ადგენს, რომ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, პარლამენტის წევრისათვის ერთჯერადად დაკავებული ხელფასის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელფასის 50%-ს. ამასთან, კონსტიტუციისა და რეგლამენტის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, ეს მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია.
მასალის გამოყენების პირობები






