ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ქართული ოცნების ინიციატივას ეხმაურება, რომ საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდეს იმ პარტიებს, რომლებიც არ შედიან საკანონმდებლო ორგანოში.
წერეთლის თქმით, უნდა გაიმიჯნოს პარტიების დაფინანსება საპარლამენტო დაფინასებისაგან, რადგან როგორც წერეთელი აღნიშნავს, პარტიების დაფინასება ემსახურება პოლიტიკური პროცესის ნორმალურ განვითარებას და უწყობს ხელს დემოკრატიას.
წერეთელმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიები ამ დაფინასებას არ იღებენ საპარლამენტო საქამიანობისათვის, შესაბამისად მისი შეწყვეტა იქნება ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება, რომელსაც ექნება მკაცრი რეაგირება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.
„ჩვენ უნდა გავმიჯნოთ პარტიების დაფინასება პარლამენტის დაფინასებისაგან, არაერთხელ ითქვა ამის თაობაზე, რომ პარტიების დაფინანსება, ზოგადად, მთლიანობაში, ემსახურება პოლიტიკური პროცესის ნორმალურ განვითარებას, პარტიების განვითარებას და შესაბამისად, დემოკრატიას უწყობს ხელს.
ის პარტიები, რომლებიც არ შედიან პარლამენტში, თავისთავად ამბობენ უარს იმ ფინანსებზე, რომლებიც პარლამენტიდან უნდა მიიღონ. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება, რომ საერთოდ შეუწყდეს ამ პარტიებს ფინანსური დახმარება, ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული სადამსჯელო ღონისძიება ხორციელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ცუდი შეფასებები იქნება არამხოლოდ ქართული პოლიტიკური სპექტისგან, არამედ საერთაშორისო დონეზეც.“ - განაცხადა წერეთელმა.
მასალის გამოყენების პირობები






