ჯერ-ჯერობით რასაც ვისმენთ და რაც მოგვისმენია აქამდე, ძირითადად შანტაჟისა და მუქარის ტონი, ეს არ ემსახურება არანაირ შეთანხმებას - წერეთელი
პოლიტიკა - 13:06, 21 Dec, 2020     800
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომ ოპოზიციური პარტიები შევლენ საკანონმდებლო ორგანოში.

წერეთლის თქმით, კობახიძის ამ განცხადებას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები, რათა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

წერეთლის თქმით, თუ ხელისუფლება აპირებს, რომ ამ მიმართულებით გადადგას ნაბიჯები, რათქმაუნდა, არსებობს შანსი, რომ მოლაპარაკებები შედგეს, სხვა შემთხვევაში კი, როგორც წერეთელმა აღნიშნა, ის მუქარისა და შანტაჟის ტონი, რაც ისმის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, არ ემსახურება არანაირ შეთანხმებას.

„განცხადება იმის თაობაზე, რომ ოპოზიცური პარტიები შევლენ პარლამენტში და არსებობს გარკვეული რესურსები თუ სვლები ხელისუფლებაში, რა განცხადებაც ჩვენ მოვისმინეთ ბატონი კობახიძისგან, რათქმაუნდა, თავისი სურვილით არის კარგი, მაგრამ, ამას სჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებები და ნაბიჯები.

თუ ეს სვლები და სურვილები ემსახურება იმას, რაზეც ოპოზიცია საუბრობს ამდენი ხნის განმავლობაში და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, რომ დაკმაყოფილდება მოთხოვნები, რომელიც აქვს ოპოზიციას, რაც ეხება ვადამდელ არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრაციასა და პოლიტპატიმრებს, თუ ამ მიმართულებით არის ნაბიჯები გადასადგმელი და თუ ამაზე ფიქრობს ხელისუფლება, ეს არის კარგი და ასეთ შემთხვევაში, შანსი იმისა, რომ მოლაპარაკება შედგეს და ამის შემდეგ გარკვეული გადაწყვეტილებები ოპოზიციამ მიიღოს, არსებობს.

სხვა შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით რასაც ვისმენთ და რაც მოგვისმენია აქამდე, ძირითადად შანტაჟისა და მუქარის ტონი, ეს არანაირად არ ემსახურება არანაირ შეთანხმებას.“ - განაცხადა წერეთელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42