"თუ "ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ ნიკა მელიას აირჩევენ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი მზად არის აბსოლუტური ძალაუფლების ნაწილი დათმოს მის სასარგებლოდ"- გია ხუხაშვილი
პოლიტიკა - 12:54, 21 Dec, 2020     2258
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ნიკა მელიას აირჩევენ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის საკუთარი აბსოლუტური ძალაუფლების გარკვეული ნაწილი დათმოს მელიას სასარგებლოდ. ამის შესახებ გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა”, ისევე როგორც ,,ქართული ოცნება” რელიგიურ პრინციპზე, გარკვეულ აბსოლუტზეა აგებული - აბსოლუტი ამ შემთხვევაში არის მიხეილ სააკაშვილი, „ქართული ოცნების” შემთხვევაში კი გასაგებია ვინც არის. ასეთ კონსტრუქციას გარკვეულ საფრთხეს უქმნის ნიკა მელიას ტიპის ფიგურა. თუმცა, შეიძლება ამაზე შეგნებულად მიდიან და პრაქტიკულ პოლიტიკაში გადასვლას აპირებენ, შესაძლოა, ვიღაც შეგნებულად მიდის რელიგიური მოტივების დემონტაჟზე. ნიკა მელია არის მაღალი ტემპერატურის პოლიტიკოსი და შეუძლია კონსოლიდაცია მოახდინოს ამ პარტიის, იმათშიც კი ვინც მიშა სააკაშვილის მიმართ გარკვეულ სკეპტიციზმს გამოხატავს.

დაასახელეს ორი ლიდერი, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტიურობით იყო გამორჩეული და იყო ზღვარზე მაქსიმალური პოლიტიკური გაგებით. მელიას შემთხვევაში ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის საკუთარი აბსოლუტური ძალაუფლების გარკვეული ნაწილი დათმოს მელიას სასარგებლოდ თუ ნიკა მელია იქნება არჩეული. იმის მიხედვით, თუ რომელ მათგანზე იქნება არჩევანი შეჩერებული, შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთება იმ ტენდენციებზე, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ.

ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გრიგოლ ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" და მის მიერ დაკავებული ყველა პარტიული თანამდებობა დატოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42