კობახიძემ 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა სწორედ ოპოზიციას დააკისრა.
მმაღტვალი პარტიის სპიკერი ამბობს, რომ "გავრილოვის ღამე" ოპოზიციის და რუსეთის სინქრონული მოქმედების შედეგია.
ეს მაშინ, როცა გასულ წელს ირაკლი კობახიძემ სერგეი გავრილოვს ექსკურსიამძღოლობა პირადად კობახიძემ გაუწია და ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზეც დასვა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "კობახიძემ მორიგი სუსულელე დააბრეხვა":
"ქართული ოცნება და ოლიგარქიული რეჟიმი ეს არის რუსული გავლენების გაძლიერების ძალიან მნიშნველოვანი ბერკეტია კრემლისთვის, არავის არ სჯერა კობახიძის განცხადებების, ეს არის მორიგი დაბრეხვებული სისულელე" , – ამბობს ენმ–ს ლიდერი ხატია დეკანოიძე.
კობახიძის "გიჟურ ტყუილზე" საუბრობს, "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიორგი კანდელაკი:
"კომუნისტურ პარტიას ახასიათებდა ეს, რომ რაღაც გიჟურ ტყუილს იტყოდნენ, ვაფრთხილებდით მთავრობას რომ არ მოეწვიათ ეს ადამიანი, რომელიც ქართველების–ხოცვა ჟლეტაში მონაწილეობდნენ საქართველოში" , – აცხადებს კანდელაკი
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კობახიძის ნათქვამს, მათი განმარტება არ სჭირდება.
ბექა დავითულიანი ამბობს, რომ გავრილოვის პარლამენტის სკამში ჩაჯდომა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო.
"ჩვენც ვაგეთ პასუხი, როგორც ამ შეცდომის დამშვებმა ძალამ და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა", – უთხრა მედიას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






