შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ
პოლიტიკა - 10:35, 21 Dec, 2020     1619

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები განიხილეს და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინეს სფეროში დღეს არსებული ვითარების შესახებ.

მოწვეულმა სტუმრებმა, გამოთქვეს სურვილი შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს შემოსავლების სამსახურთან, რათა ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდეს ბიზნესისთვის ისეთი აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება როგორიცაა: სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით საგადასახადო შეღავათის დაწესება, ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესსუბიექტებისთვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადება, მოქალაქეთათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება და სხვა.

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. კერძო სექტორის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის აქტუალურ თემებზე და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრათ. ბიზნესსექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრას შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი, საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი რომან ბუღაძე, ასევე მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებუაძე, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაალ ტყეშელაშვილი და მისი მოადგილე გიორგი ოქროშიძე ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42