პროცესისთვის არასახარბიელოა და მაშფოთებს - კარლ ჰარცელი ქართული ოცნების საკანონდებლო ინიციატივებზე
პოლიტიკა - 18:11, 19 Dec, 2020     1697

ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი კანონპროექტები არასახარბიელოა მოლაპარაკების პროცესისთვის და აშფოთებს მას.

მისი თქმით, ასეთ კანონებს ყველა სიფრთხილით უნდა მიუდგეს და გაიაზროს, რას ნიშნავს ის პარტიებისა და საქართველოს მომავლისთვის.

"ეს ინიციატივები პროცესისთვის არასახარბიელოა და უფრო ზუსტად რომ გითხრათ, მაშფოთებს კიდეც.

პარტიების რეგისტრაციის კანონპროექტით რომ დავიწყოთ, ეს სხვა არაფერი არაა, თუ არა გამიზნული ქმედება მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ. და მსგავსი განზრახვები მუდამ კითხვის ნიშნებს ბადებს. ასეთ კანონებს კი ყველა სიფრთხილით უნდა მიუდგეს და გაიაზროს, რას ნიშნავს ის პარტიებისთვის და საქართველოს მომავლისთვის.

რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც პარტიების დაფინანსებას ეხება, ამის მიხედვით, იმ პარტიებს, რომლებიც პარლამეტნში არ შედიან, დაფინანსება შეუწყდებათ. ამაში არის ლოგიკა, რომ ის პარტიები უნდა ფინანსდებოდნენ, რომლებსაც სურთ საკუთარი როლის შესრულება და პასუხისმგებლობების აღება პროცესებზე, როგორც პარტიებს პარლამენტში, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო დიდი არგუმენტი, თუ რას ნიშნავს პარტიების არსებობა დემოკრატიისთვის. რაც არამხოლოდ პარლამენტის სივრცეში წარმოდგენას გულისხმობს", - აღნიშნავს იგი.

მისივე თქმით, საპარლამენტო მანდატებზე აურის თქმა ოპოზიციის მხრიდან, შეთანხმებისთვის კარის დახურვას ნიშნავს და ესეც აზიანებს პროცესს.

"მინდოდა თქვენთან შემეჯამებინა ბოლო კვირა, რომელიც საპარლამენტო მანდატების გაუქმებით დაიწყო, და ვგრძნობდი რომ ზოგი პარლამენტარისგან ეს იყო გავლენის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილება და შეთანხმების შანსზე კარების დახურვა. თუმცა ამ შეთანხმებისთვის ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ", - ამბობს ჰარცელი.

ელჩის თქმით, ეს კანონი ხელს უშლის დისკუსიის გაგრძელებს და პლურალისტული დემოკრატიისთვის აუცილებელია იმ პარტიებსაც ჰქონდეთ შანსი, ვისაც პარლამენტში შესვლის ამბიცია აქვთ, ასევე, იმ პარტიებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომლებსაც სურთ, რომ საკუთარი ელექტორატი პარლამენტის გარეთ წარმოადგინონ.

"ეს კანონი, ჩემი აზრით, ხელს უშლის დისკუსიის გაგრძელებას, თუ როგორ ვხედავთ პარტიების არსებობას საქართველოში და სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ ცდილობენ, რომ ახლა სინამდვილეში იმის დროა, რომ მხარეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და განიხილონ ეს საკითხები, და ეს მაწუხებს, რადგან ვხედავ, რომ ისინი მოქმედებენ აქ და ახლა პრინციპით და არ უღმავდებიან პარტიის დაფინანსების მნიშვნელობის უფრო დიდ სურათს", - განაცხადა ჰარცელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42