ყველა საქართველოს მეგობარს, ვისაც ფუნდამენტური საკითხები ესმის, თუ რას ნიშნავს დემოკრატია, ექნება ერთი და იგივე მწვავე რეაქცია - ბოკერია რიშის განცხადებაზე
პოლიტიკა - 17:25, 19 Dec, 2020     1477

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ამერიკელი სენატორის, ჯიმ რიშის განცხადებას ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, ყველა საქართველოს მეგობრისაგან, ვისაც ესმის დემოკრატიის ფუნდამენტური საკითხები, მოსალოდნელია ამგვარი მწვავე რეაქცია.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ როდესაც ხელისუფლება მუქარის დონეზეც კი, არათუ განხორციელების დონეზე, უშვებს სიგნალს, რომ რეგისტრაციას გაუუქმებს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ეს არის ავტორიტარიზმისაკენ სვლის შემდეგი საფეხური.

„აბსოლიტურად მოსალოდნელია, რომ ყველა საქართველოს მეგობრისაგან და ყველას, ვისაც ფუნდამენტური საკითხები ესმის, თუ რას ნიშნავს დემოკრატია, ლიბერალური დემოკრატია ამ შემთხვევაში, ექნებათ ერთი და იგივე მწვავე რეაქცია და სენატორი რიში სწორედ ამ პოზიციას აფიქისირებს.

ყოველთვის, როდესაც მუქარის დონეზეც კი, არათუ განხორციელების დონეზე, ნებისმიერი ხელისუფლება ასეთ სიგნალს უშვებს, ეს არის ავტორიტარიზმისაკენ სვლა, შემდეგი საფეხური ავტორიტარიზმისკენ სვლის. „ - განაცხადა ბოკერიამ

ჟურნალისტის კითხვაზე, შეაჩერებს თუ არა საქართველოს პარტნიორების მხრიდან ამგვარი განცხადებები ქვეყნის სწრაფ ინტეგრირებას დასავლეთთან, ბოკერიამ განაცხადა, რომ ქვეყნის სრულფასოვან დაბრუნებას ევროატლანტიკურ სივრცეში აფერხებს ის პროცესები, რაც ხდება ქვეყნის შიგნით ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან.

„პროცესს საქართველოს თავისუფალ სამყაროში, ევროატლანტიკურ სივრეში სრულფასოვანი დაბრუნების და ჩვენი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის საკითხს აფერხებს ის, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის შიგნით ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან.

ბუნებრივია, როდესაც პუტინის რუსეთის მსგავსად, ივანიშვილის ხელისუფლება დასახავს პერსპექტივას, რომ ასეთ ინსტრუმენტს იქმნის, რომ ვინც არ მოგწონს იმას რეგისტრაციას მოუხსნი, ეს რათქმაუნდა, შეუთავსებელია იმ კურსთან, რასაც ჰქვია თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრობა. ამას შიგნით მიყავს ქვეყანა კიდევ უფრო მეტი რისკისაკენ, აქედდან გამომდინარეა პრობლემა, მათ შორის, საგარეო თვალსაზრისით.“ - აღნიშნა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42