ლეიბორისტული პარტიის წევრი, გიორგი გუგავა აცხადებს, რომ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს, ჩვენს მოკავშირეებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება უნდა მოვთხოვოთ.
"არალეგიტიმური პარლამენტი არის მილიონერთა და მასხარათა კლუბი - ასეთი საოცარი სინთეზია. მილიონერებნი გასაგებია და, მასხარებს რაც შეეხება, ერთი პიანინოს ითხოვს იქ, რომ დაუკრას, მეორე, ალბათ, გინეკოლოგის სავარძელს მოითხოვს, მესამე - კალათბურთის, სხვა კიდევ - რაგბის მოედანს, სამსახიობო არენა კი აქვთ და იმასხარავებენ იქ, მაგრამ ასე, მასხარაობაში, დაანგრევენ და გამოხრავენ ამ ქვეყანას, - აღნიშნა გიორგი გუგავამ.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყნის უკუსვლა შეჩერდეს, საერთაშორისო მოკავშირეებს რეაგირება უნდა ვთხოვოთ.
"რითაც ჩვენ დასავლეთის ქრისტიანული ცივილიზაციისთვის ღირებულნი ვართ, ისაა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისუფლებისთვის მებრძოლ ერად ვრჩებით და ივანიშვილმა ეს სახე დაგვაკარგინა. როგორც კი ამას შევეგუებით, პოლიტიკური სისტემით ვხდებით უკვე რუსეთის ნაწილი და, 21-ე საუკუნეში სულაც არაა აუცილებელი, ტანკები ამოქოქო და თბილისამდე ჩამოხვიდე: ოკუპაცია მოხდება თავისთავად - მენტალურად, სისტემურად და, რუსი ოლიგარქი, რომელიც აქ მამამზედ გამოგვიცხადეს, კი გვიზის აგერ და კაკოია თაბაგარის ფუნქცია აქვს შეთავსებული ლაშა ნაცვლიშვილს,რომელმაც სულიწმინდად გამოაცხადა ივანიშვილი", - თქვა გიორგი გუგავამ.
მასალის გამოყენების პირობები






