"გაზაფხულზე ნამდვილად ვაპირებთ აქციებს..."- ნინო ბურჯანაძე
პოლიტიკა - 16:53, 18 Dec, 2020     1311
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე ხელისუფლებასთან ვერ შეთანხმდებიან, გაზაფხულზე ოპოზიცია აქციებს დაიწყებს.


„გაზაფხულზე ნამდვილად ვაპირებთ აქციებს, თუმცა ამის სურვილი არ გვაქვს. თუ მანამდე მოხერხდება შეთანხმება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, რაც არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, აქციები არ იქნება. თუ არ მოხდება ასეთი შეთანხმება, ბუნებრივია, საპროტესტო მშვიდობიანი აქციები არის ზეწოლის ერთ-ერთი დემოკრატიული, კონსტიტუციური, კონვენციური ფორმა და თავისთავად ცხადია, რომ ეს ფორმაც გამოყენებული იქნება“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ივანიშვილის გუნდი ოპოზიციას განადგურებითა და გაუქმებით ემუქრება, რაზეც რეაგირებას მოახდენენ:

"ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების და იმ ადამიანების გადაწყვეტილება, რომელთაც განცხადებით მიმართეს პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. მათი ეს ერთობა და გადაწყვეტილება ძალიან დასაფასებელია. ბუნებრივია, ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებითაც, რომ ჩვენი რეაგირება უნდა მოჰყვეს იმ უმსგავსობას, რაც გახმოვანდა კობახიძის პირით, რომ პარტიებს პრაქტიკულად განადგურებით და გაუქმებით დაემუქრნენ, არაფერს ვამბობ ფინანსურ განადგურებაზე, შემდეგ თავისუფალი მედიის ჯერიც დადგება, ესეც დაანონსდა და ამაზე რეაგირება გვექნება. მოვამზადებთ საინფორმაციო დოკუმენტს და ძალიან ინტენსიურად ვიმუშავებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ასევე დაისვა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ მეტი კოორდინირებაა საჭირო ოპოზიციას შორის"- თქვა ბურჯანაძემ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42