მისი თქმით, ერთი მაგიდის ქვეშ შეკრებილი სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერი უსამართლობამ გააერთიანა:
"ჩვენ ბევრი არაფერი არ გვაერთიანებს, მაგრამ უსამართლობამ შეგვკრიბა და კონკრეტულად არჩევნების გაყალბების თემამ. წარმოუდგენელი შედეგია, ამ წუთის მდგომარეობით მიღწეული, როდესაც ოპოზიციამ არ გაუფორმა ივანიშვილს მოპარული არჩევნები. ეს ძალისხმევა გაძლიერდება ოპოზიციის მხრიდან და ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არჩევნები არ ჩატარდება, სწორედ ამაზე იყო დღეს საუბარი. რა თქმა უნდა, ოპოზიციაში გეგმა არის და იქნება, მაგრამ არ არის აუცილებელი თქვენ იცოდეთ. მთავარია, ან ივანიშვილი დანიშნავს არჩევნებს და საღი აზრის ფარგლებში მიიღებს ამ გადაწყვეტილებას ან ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მკვეთრი საპროტესტო აქციებისთვის მზადების პროცესს"- აცხადებს მალია.
მისი თქმით, საზოგადოების პროტესტი გადაიზრდება უკმაყოფილებაში და ტრანსფორმირდება მათ შორის, მშვიდობიან რევოლუციაში.
"როდესაც ყველა ინსტიტუტს აუქმებ, როდესაც ერთი კაცის პარლამენტი გაქვს, როდესაც სასამართლო სისტემა აღარ არსებობს და სახელმწიფო აღარ ფუნქციონირებს ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ბუნებრივია, ეს პროტესტი გადაიზრდება უკმაყოფილებაში და ტრანსფორმირდება მათ შორის, მშვიდობიან რევოლუციაში”, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






