ქართველმა სტუდენტმა პანდემიის პერიოდში 161 საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა
საზოგადოება - 14:19, 18 Dec, 2020     2516
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის მიმართულების ბაკალავრმა ოთარ მურმანიშვილმა, კოვიდპანდემიის პირობებში, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო კურსი შეისწავლა და შესაბამისი 161 სერთიფიკატი მოიპოვა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გაავრცელა.

„პანდემიის დროს, როცა ყველაფერი დაიკეტა და სასწავლო პროცესი ონლაინ ფორმატში გადავიდა, თავისუფალი დრო საკმარისზე მეტი დამრჩა. ამიტომ, გადავწყვიტე რაიმე კიდევ მესწავლა და სერტიფიკატი ამეღო. ძირითადად, რასაც ხელს ვკიდებ, იოლად გამომდის - ვსწავლობ, ვუკრავ 5 საკრავზე, ვმღერი 14 წელია, 17 წელია ვთამაშობ ჭადრაკს. ბაკალავრიატზე სწავლის მე-4 წელს სახელმწიფო სტიპენდიასაც გამოვკარი ხელი - დისტანციურმა რეჟიმმა სწავლა 1000-ჯერ გამიადვილა. ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობ საინჟინრო ფიზიკას, რაც ძალიან მაინტერესებს. პარალელურად, ჟურნალისტიკაშიც „წავიბაჯბაჯე“ ცოტა - ისრაელის ერთ-ერთმა კომპანიამ ინგლისურ-რუსულენოვანი სტატიების ავტორად და თარჯიმნად ამიყვანა. ბუღალტერიითაც დავინტერესდი და მაქვს გარკვეული გეგმები. პირველი კომპანია, რომელსაც დიდი წვალებით დავუკავშირდი ყველასათვის ცნობილი Cisco-ა. ზოგადად, მსგავსი კომპანიები თავდაცვის არნახული უნარით გამოირჩევიან. თავიდან ძალიან გამიჭირდა კურსების მოძებნა, ვაი-ვიშით გადავლახე HTML ლაბირინთები, და ევრიკა! - შევაღწიე ერთ-ერთ კურსზე და დავიწყე სწავლა. რამდენიმე საათში დაიბადა ჩემი პირველი სერტიფიკატი მსოფლიო ვებსივრცეში - პირველი დამოუკიდებელი მიღწევა. მომდევნო 2 დღე-ღამეში მათი რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ღამეს ღამეზე ვათენებდი და მიხაროდა, რომ პრინციპს მივხვდი: როგორ უნდა მემოქმედა, რომ ამეღო სერტიფიკატები. ეს არ არის დამოკიდებული გამართლებასა და ალბათობაზე. უცხო საიტები ჩემთვის უკვე აღარ წარმოადგენდა იმ ლაბირინთებს, რაც Cisco-ში დამხვდა. მარტივად „დავძვრებოდი“ საიტიდან საიტზე, ვეძებდი ჩემთვის საინტერესო უფასო კურსებს სერტიფიკატით და დისტანციური სწავლებით და როგორც ბოსტონის ფილიალზე ხუმრობენ, ისე გამქონდა და გამქონდა.

სამხედრო ტექნიკის კურსებიც კი გავიარე რუსულ და ინგლისურ ენებზე - ნატოს ჯარებისა და რუსეთის თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების, ატომურ-ბირთვული მეცნიერებისა და წყალქვეშა ნავების კურსები. ჯამში 160+1 სერტიფიკატი და რამდენიმე ათეული დამსახურების წერილი ავიღე სხვადასხვა მიმართულებით: კომპიუტერული მეცნიერებები, ფინანსები, საბანკო სისტემა, ბუღალტერია, მენეჯმენტი და მისი განხრები სხვადასხვა სფეროში“, - აღნიშნავს ოთარ მურმანიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42