„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე გრიგოლ ვაშაძეს ჩაანაცვლებენ.
მისი თქმით, შესაძლოა, ვაშაძის ნაცვლად შეხვედრაზე ნიკა მელია და კობა ნაყოფია წავიდნენ.
"[მოლაპარაკებებზე] იქნება აღმასრულებელი მდივანი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეც, ეს ორი ადამიანი ჩანაცვლებს გრიგოლ ვაშაძეს მოლაპარაკებებზე — ნიკა მელია, კობა ნაყოფია. ან ნიკა მელია, ან კობა ნაყოფია, ამას გადავწყვიტავთ, როცა დაინიშნება მოლაპარაკებები", — განაცხადა „პოლიტიკის ფორმულაში”
უდუმაშვილის განმარტებით, ჯერ არ განიხილავენ, ვინ ჩანააცვლებს ვაშაძეს თავმჯდომარის პოსტზე.
"სათქმელადაც არ არის ჯერ [ვინ შეცვლის ვაშაძეს თავმჯდომარის პოსტზე]. ახლა ისეთი მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს მთლიანად ოპოზიციაში... პარტიას ყავს 2 აღმასრულებელი ორგანო: პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი სამდივნო, რომელიც მართავს პარტიას და ეს არ ქმნის პრობლემას.
შეგახსენებთ, რომ „ენმ“-ს თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია 15 დეკემბერს დატოვა. მან ამის შესახებ „ფეისბუქზე“ დაწერა.
მასალის გამოყენების პირობები






