თბილისის მთავარი ნაძვის ხის ღონისძიების დასრულების შემდეგ თბილისის მთავარ გამზირზე ვითარება დაიძაბა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც რიგითმა მოქალაქეებმა ვერ შეძლეს კახა კალაძისთვის კითხვის დასმა, როდის აპირებს მერი აფრიკის მოსახლეობისთვის საახალწლო განწყობის შექმნას.
ერთ-ერთმა მოქალაქემ კახა კალაძეს შეახსენა, რომ აფრიკის დასახლებაში მან 600 პოლიციელი მიიყვანა, რაზეც მერმა უპასუხა, "ქურდები და ყაჩაღები ხართ".
მერის ინფორმაციით, ნაძვის ხის განათებაზე 700 000 ლარი დაიხარჯა.
"განათებაზე დახარჯულია დაახლოებით 700 000 ლარი. ეს არის ნაძვის ხის მორთულობისთვის საჭირო ყველა პროდუქტის შეძენა. რაც შეეხება განათებებს, დღეს მთელი ღამი სგანმავლობაში იქნება, ხოლო ხვალიდან, როცა კომენდანტის საათი დაიწყება, განათებები იქნება ჩამქრალი, ნაძვის ხის გარდა", - თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დედაქალაქის მერმა პარლამენტის წინ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე გაანათა და პანდემიას ომი გამოუცხადა. თბილისის მერიამ საახალწლო განათებებში 2 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა.
მასალის გამოყენების პირობები






