" 26 დეკემბერს ახალი გირჩი დაფუძნდება, ქვეყანაში იქნება ორი გირჩი" - ზურაბ ჯაფარიძე
პოლიტიკა - 21:53, 17 Dec, 2020     1343

"გირჩის"ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ 26 დეკემბრიდან ორი "გირჩი" იქნება. მისი თქმით, პოლიტიკური პლატფორმის სახელი ისევ გირჩი იქნება და მისი ლოგოც უცვლელი იქნება.

"26 დეკემბერს, 15:00 საათზე იქნება ახალი გირჩის ყრილობა, სადაც ახალი გირჩი დაფუძნდება. სახელიც იგივე იქნება, ლოგოც იგივე იქნება და რავიცი, 2 გირჩი იქნება ქვეყანაში. ვიცი, რომ ერთიც ყელში ჰქონდა ხალხს ამოსული, ამ ქვეყნის საზოგადოების რაღაც ნაწილს, მაგრამ იქნება ორი, იქნება კონკურენცია და საბოლოო ჯამში კონკურენცია აჩვენებს, ვინ უფრო კარგად აკეთებს ამ საქმეს, რაზეც ცხოვრების ბოლო წლები დავხარჯე. ვაპირებ იგივე გავაგრძელო", - აღნიშნა მან "ფორმულასთან".

ჯაფარიძის თქმით, ახალ გირჩი ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც პოლიტიკით გირჩის მეშვეობით დაინტერესდნენ.

"ეს იქნება ღია პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ბევრი ახალი ადამიანის პოლიტიკაში მოსვლას. აქცენტი იქნება ახალგაზრდებზე, რომლებიც გირჩმა პოლიტიკით დააინტერესა დ ანახა, რომ პოლიტიკის კეთება შეიძლება სუფთად და წესიერად", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს ზურა ჯაფარიძემ Facebook-ის მსხვილ, დახურულ ჯგუფში დაწერა , რომ ვახტანგ მეგრელიშვილთან, იაგო ხვიჩიასთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტდა.

"სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო", - წერდა ჯაფარიძე.

მოგვიანებით განცხადება იაგო ხვიჩიამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ არ აპირებდა პარტიის დატოვებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42