თბილისის მერის , კახა კალაძის, განცხადებით, ოლიგარქის პოლიტიკიდან "წასვლისა“ და პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის შესაძლო დანიშვნის თაობაზე პარტიაში ჯერ მსჯელობა არ ყოფილა.
მისი თქმით, როცა ყველაფერი ცხადი იქნება, მედიაც გაიგებს და საზოგადოებაც.
„ცოტა მოგვიანებით ყველაფერი იქნება ცხადი პარტიის ყრილობასთან და ყველა იმ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელსაც პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ გადაწყვეტს. პარტიაში მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. როცა ყველაფერი ცხადი იქნება, თქვენც გაიგებთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაც“,-განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ "ფორმულამ" ინფორმაცია გაავრცელა,რომლის თანახმადაც "ქართული ოცნების“ ყრილობაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს აირჩევენ, ბიძინა ივანიშვილი კი უკვე მეორე წავა პოლიტიკიდან.
მასალის გამოყენების პირობები






