"დაფინანსების შეწყვეტის კანონპროექტი "წამახალისებელი" მექანიზმია, მეტი რა წავახალისოთ ანიმატორებს ვერ მოვუყვანთ მოლაპარაკების მაგიდასთან " - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე
პოლიტიკა - 19:40, 17 Dec, 2020     1054

"ახალი კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებისა და უფასო საეთერო დროის ერთი წლით შეწყვეტას გულისხმობს, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტია საპარლამენტო ცხოვრებაში არ ჩაერთვება, არის გამიზნული მისთვის, რომ პოლიტიკური პარტიები უფრო მეტად დაფიქრდნენ ბოიკოტის გადაწყვეტილების მიღებამდე" , - ასე აფასებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანმა, ირაკლი კობახიძე , ახალ კანონპროექტს.

მისი თქმით, ბოიკოტში მყოფი ოპოზიციისთვის დაფინანსებას შეუწყვეტს, ოპოზიციის "წამახალისებელი" მექანიზმია.

კითხვაზე: პარლამენტში ოპოზიციის შესასვლელად რატომ ვერ მოიძებნა წახალისების სხვა მეთოდი, - კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ საკმარისი წამახალისებელი ნაბიჯი გადადგა:

"მეტი რა წავახალისოთ, ვეუბნებით რომ გადავთვლით ყველაფერს და 1% ცდომილება იქნება რიგგარეშე არჩევნებს ვნიშნავთ, ვეუბნებით რომ საარჩევნო რეფორმა განხორციელდება სისტემის კუთხით და საარჩევნო ადმინისტრირების კუთხით. იმდენი რამე დავდეთ ჩვენ მაგიდასთან, რომ მეტი რა წავახალისოთ, ანიმატორებს ვერ მოვუყვანთ მოლაპარაკების მაგიდასთან,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42