ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან ყველა მოლაპარაკება უნდა შეჩერდეს და ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებისგან შეიქმნას სახალხო პარლამენტი.
მისი თქმით, სანქციებს უნდა დაექვემდებაროს არამარტო ბიძინა ივანიშვილი , არამედ მისი ყველა ე.წ. პარლამენტის წევრი 21 მილიონერის ჩათვლით.
"შეჩერდეს ყველა მოლაპარაკება არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან სანამ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები არ დაგმობს პუტინისტური დიქტატურის დამყარებას ჩვენს ქვეყანაში. მეორე — სანქციებს დაექვემდებაროს არამარტო ბიძინა ივანიშვილი, რეჟიმის მეთაური, არამედ მისი ყველა ე.წ. პარლამენტის წევრი 21 მილიონერის ჩათვლით. სანქციები როგორც ფინანსური, ასევე დიპლომატიური. მესამე, უმთავრესი — პოლიტიკური პარტიებისგან, პარლამენტში არშესული ოპოზიციონერი დეპუტატებისგან შეიქმნას სახალხო პარლამენტი, როგორც საკონსულტაციო მაკოორდინირებელი პოლიტიკური ორგანო გარდამავალ პერიოდში", — განაცხადა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






