ბარბარობას ახდენილი ყველაზე დიდი ნატვრა -ლატარიაში მოგებული ფულით უბინაო სამი შვილის დედა ბინას შეიძენს
საზოგადოება - 16:02, 17 Dec, 2020     1685

ბარბარობა დღეს სასწაულები რომ ხდება, ამაში სოციალურად დაუცველი მაკა მამრიკიშვილი თავადაც დარწმუნდა. მას დღეს ლატარიის 2 ლარიანი ბილეთით მოგებული 115 189 ლარი ჩაერიცხა. უბინაოდ, ლილო-ლოჭინის ბაგა-ბაღის ტერიოტორიაზე ორ ოთახში შესახლებული 31 წლის სამი შვილის დედა ამ ფულით მისთვის საოცნებო ბინას იყიდის და ეს ყველაფერი არ არის - მაკა, თავის უფროს შვილებსაც ჩამოიყვანს კახეთიდან და სამ შვილთან ერთად ახალ ბინაში ახალ ცხოვრებას დაიწყებს. მანამდე ის სამ შვილთან ერთად ცხოვრებას ფართის უქონლობის გამო ვერ ახერხებდა, ამიტომ უფროსი შვილები კახეთში ნათესავებთან იყვნენ მიკედლებულნი.

მაკა მამრიკიშვილის ცხოვრება უკეთესობისკენ რადიკალურად მას შემდეგ შეიცვლა, რაც მან ლატარიის თამაში დაიწყო. ,,რომ გითხრათ რომ ხშირად ვყიდულობდი ლატარიას, მართალი არ იქნება, მაგრამ ხანდახან გზად თუ შემხვდებოდა ლატარიის ჯიხური შევიძენდი ხოლმე. მოგების დღესაც, დილით პროდუქტებზე გავედი და ლილოს დასახლებაში პატარა ჯიხურში ვიყიდე ,,ოქროს ბურთის’’ ორი ბილეთი, საღამოს კი გათამაშებას მთელი ოჯახი ვუყურებდით. როდესაც ჩემი რიცხვები ამოვიდა და ბილეთი გადავამოწმე, ოჯახის წევრებს ვეკითხებოდი, ნუთუ ამხელა თანხის ის ერთი მოგებული მე ვარ-თქო. არ მჯეროდა, ეხლა ვხვდები თუ როგორ გამიმართლა’’ - გვითხრა მაკამ თანხის გადაცემის დროს.

მაკა მამრიკიშველმა 2 ლარად 115 189 ლარი ლოტო ,,5/35-ოქროს ბურთში’’ მოიგო. ,,5/35-ოქროს ბურთის გათამაშება იმართება ყოველდღე 19:45 საათზე ტვ ,,იმედის’’ ეთერში, ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია ონლაინ www.lotto.ge - ზე, ასევე კომპანიის სერვის-ცენტრებში და ,,საქართველოს ფოსტის’’ ჯიხურებში.

ასე, რომ ითამაშეთ ლატარია და მაკა მამრიკიშვილივით აიხდინეთ სანუკვარი სურვილები. გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42