თუ თქვენ ძალიან სასაცილო ამბავი გგონიათ, მე ასე არ ვარ - მდინარაძე ელისო ბოლქვაძის ინიციატივაზე
პოლიტიკა - 15:04, 17 Dec, 2020     2477

ფრაქცია "ქართული ოცნების"თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პიანისტისა და პარლამენტარის ელისო ბოლქვაძის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსოფლიოში წარმატებული პიანისტის პიანონიზე დაკვრის შესახებ საუბარი მისთვის სასაცილო არაა.

მდინარაძემ სხვებსაც მოუწოდა, დამცინავი კომენტარებისგან თავი შეიკავონ:

„პარლამენტში რიგი ღონისძიებები იმართება. მაგალითად, ბავშვებს ვმასპინძლობთ ხოლმე ხშირად. მოგვიწვევია და გარკვეული ანაზღაურება დამჯდარა, როცა კარგ პიანისტს იწვევ. დიდი სიამოვნებით მივიღებდი მოცემულობას, რომ ბავშვებს, შშმ პირებს თავისი პროფესიის ასე პოზიტიურად გამოყენებით პარლამენტის წევრი გაუმასპინძლდეს. თუ თქვენ ძალიან სასაცილო ამბავი გგონიათ, როცა მსოფლიოში ცნობილი, წარმატებული პიანისტი პიანინოზე დაკვრაზე საუბრობს, მე ასე არ ვარ. ცოტა ადამიანური მომენტებიც რომ დავიტოვთ, „ფეისბუქზე“ პარტიულმა სააგენტოებმა ვითომ დამცინავი და ძალიან ამაზრზენი პოსტები არ მიუძღვნან, კარგი იქნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ „იმედის“ ეთერში სურვილი გამოთქვა, რომ პარლამენტში ფორტეპიანო შეიძინონ:

„ვფიქრობ, რომ პარლამენტში შეიძლება, თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ და ამაზე ვიფიქროთ. მეც დავუკრავ. უკეთესია, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში, მე ვფიქრობ, რომ მას მეტი სულიერება ექნება და მეტი ჰარმონია შემოვა“, - განაცხადა ბოლქვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42