"ასეთი აღშფოთებულები იმიტომ არიან, რომ არავინ უკან არ დაიხია რამდენიმე ადამიანის გარდა, რომლის საბოლოო პოზიციაც არ ვიცით. ეს არის სახე ქართული ოცნების - ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტი შერჩათ თავიდან ბოლომდე და ახლა არ იციან ქნან, აშანტაჟებენ, ემუქრებიან ოპოზიციურ პარტიებს. მე მაინც ვთვლი, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება რაღაც კონტექსტში, იმიტომ, რომ გამორიცხულია, ამ პარლამენტმა დიდი ხანი გაძლოს. ამიტომ ჩვენზე მუქარა და შანტაჟი დიდი ხანია არ მოქმედებს და ეს კარგად იციან. შედეგები და თუნდაც რაიმე სახის ზეწოლა ქართული ოცნების ერთპარტიულ პარლამენტზე და ბიძინა ივანიშვილზე ჯერ კიდევ წინ არის" - აცხადებს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ სგანგებო ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, იმ პარტიებს, რომლებიც "სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა მიერ წარდგენილი დეპუტატები არასაპატიო მიზეზით არ ესწრებიან სხდომებს", სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.
მასალის გამოყენების პირობები






