წულუკიანის "აღიარებითი ჩვენება" R2-ის საქმეზე - "ე.წ. პარლამენტმა ერთი სიკეთე მაინც გააკეთა, ბიძინას წინააღმდეგ, ენაწყლიანი მოწმე გამოავლინა" - ქარდავა
პოლიტიკა - 10:53, 17 Dec, 2020     535
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის თეა წულუკიანის განცხადებას, რომ "რუსთავი 2 ხელისუფლებამ დაუბრუნა რეალურ მფლობელებს", ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა "აღიარებით ჩვენებას" უწოდებს.


ქარდავა იუსტიციის ყოფილ მინისტრს "ბიძინას ივანიშვილის წინააღმდეგ, ენაწყლიან მოწმესაც" უწოდებს:

"წულუკიანმა, აქაოდა პარლამენტის წევრი ვარო, ენა ისე ამოიდგა, რომ ლაგამი თუ არ ამოსდეს, ივანიშვილს ტრიბუნალამდე მიიყვანს.

ე.წ. პარლამენტმა ერთი სიკეთე მაინც გააკეთა - ბიძინას წინააღმდეგ, ენაწყლიანი მოწმე გამოავლინა.

თუ უფრო სერიოზულად შევხედავთ, თეა, ცოტა არ იყოს, ქოცებზე ან დაბოღმილია ან მძიმე კლინიკასთან გვაქვს საქმე... ამაზე იტყვიან, "პასტა ვერ გააგდებინესო"..."- წერს ქარდავა.

"თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ და ამაში იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა დევს" - განაცხადა "რუსთავი 2"- ის ეთერში წულუკიანმა.

გადაცემის წამყვანის რეპლიკას: "ქალბატონო თეა, რუსთავი2 დააბრუნა ევროპის სასამართლომ", თეა წულუკიანმა ასე უპასუხა:

"უი, რას ამბობთ... კარგი, არ გვინდა ახლა ამაზე ჩხუბი, ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ, ძალიან ბევრი ვიშრომეთ... ქართულ ოცნებას" და მის იუსტიციის სამინისტროს ამ დროს ეძინა და თავისით დაუბრუნდა, კანონიერება თავისით აღსდგა ამ საქმეზე, კი ბატონო, , ეს თქვენი სიტყვებია და თქვენ გქონდეთ".






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42