ივანიშვილის შანტაჟი და მუქარა... არანაირ ფულზე ჩვენი გადაწყვეტილება არ შეიცვლება - უდუმაშვილი კობახიძის განცხადებაზე
პოლიტიკა - 12:23, 17 Dec, 2020     1115
"არანაირ ფულზე ჩვენი გადაწყვეტილება არ შეიცვლება" - ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზალიკო იდუმაშვილის მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტს, რომელიც პარტიებს, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, დაფინანსების შეწყვეტითა და სხვა სანქციებით ემუქრება.

უდუმაშვილმა ნიუპოსტთან საუბარში აღნიშნა, რომ ივანიშვილს ოპოზიციასთან საბრძოლველად მხოლოდ შანტაჟი და მუქარაღა დარჩა:

"ეს არის ავტოკრატიული რეჟიმის დაკანონების მცდელობა. ასე შეგვიძლია შევაფასოთ ის განცხადება, რომელიც დღეს ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

ერთადერთი მეთოდი, რომელიც ივანიშვილს ოპოზიციასთან საბრძოლველად დარჩა, ესაა შანტაჟი და მუქარა. ქართული ოცნებისთვის ყველაზე სასურველი იქნება რომ ქვეყანაში საერთოდ არ არსებობდეს განსხვავებული აზრი, არ არსებობდეს პოლიტიკური ოპოზიცია. 8 წელია უკვე ბიძინა ივანიშვილი ემუქრება ერთიან ნაციონალირ მოძრაობას რადარებიდან გაქრობით. თუმცა ყველამ კარგად დაინახა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავძლოერდით.

რაც შეეხება დაფინანსების შეწყვეტას და პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას, დიახ ესაა სწორედ ის მეთოდები, რომლითაც პუტინი მართავს რუსეთს და ანალოგიური მეთოდებით ცდილობს ოლიგარქი ებრძოლოს პოლიტიკურ ოპონენტებს. მე მინდა ყველა გავაფრთხილო, ჩვენს მხარდამჭერებს ხმა არ მოუციათ იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია მივცეთ მიტაცებულ არჩევნებს.

ჩვენი გადაწყვეტილება არის მყარი და არ შეიცვლებ. არანაირ ფულზე ეს გადაწყვეტილება არ გაიხვლება. ასეთი მეთოდებით ბრძოლა მწარედ შეუბრუნდება ივანიშვილს მალე" - განუცხადა ნიუპოსტს უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ სგანგებო ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, იმ პარტიებს, რომლებიც "სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა მიერ წარდგენილი დეპუტატები არასაპატიო მიზეზით არ ესწრებიან სხდომებს", სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42