სკანდალური განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ გააკეთა, თუმცა დღეს რიტოტორიკა შეცვალა და თქვა, რომ მედია სკანდალის შექმნითაა დაინტერესებული.
გუშინ, ტიკარაძემ განაცხადა, რომ მათ გუნდში არის ხალხი, რომელიც დაინტერესებულია, რომ ქვეყანას ჰყავდეს "ცუდი ჯანდაცვის მინისტრი".
დღეს კი ტიკარაძემ თქვა, რომ არსებობს ჩანაწერი და მისი განცხადების მოსმენა შესაძლებელია: "მე მესმის, რომ თქვენ ეძებთ სკანდალს, მესმის, მაშინ ადექით და გადაახვიეთ, ლაივი იყო, ასევე, არსებობს ჩანაწერი, მოუსმინეთ თავიდან".
მინისტრი შეცვლილ განმარტებაში აღნიშნავს, რომ არ გამორიცხავს, გუნდის გარეთ იყვნენ ასეთი ადამიანები, თუმცა გუნდის შიგნით მსგავს შემთხვევაზე არ საუბრობს.
"ის, თუ ვინ არის დაინტერესებული, რომ საქართველოს ჰყავდეს ცუდი ჯანდაცვის მინისტრი ეს იყო კითხვაზე პასუხი, სადაც საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტრი არ ფლობს დიპლომს და ვინ არის ამაში დაინტერესებული და მე ვთქვი, რომ გარკვეული ჯგუფები არიან ამით დაინტერესებული. რაც შეეხება, ბრძოლასთან მიმართებაში დაკავშირებულ კითხვებს, აქ განმარტებული იყო, რომ გარკვეულ ბიზნესწარმომადგენლებს შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი ინტერესები, თუმცა დასახელებულები ჯგუფის წევრები ნამდვილად არ ყოფილან და არც გუნდში მყოფი არც ერთი მაღალჩინოსანი, ასევე, მე აღვნიშნე, რომ ამისათვის საჭიროა საკმარისი მტკიცებულებები და ეს გამოძიება მე არ მიწარმოებია, ვინაიდან ნამდვილად არ მაქვს ამისთვის საკმარისი დრო და არც ინტერესი", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, მმართველ პარტიაში არსებულ მძიმე დაპირისპირებაზე "ნიუპოსტი" ადრეც წერდა.
წყარო ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე წყობიდან გამოსულმა პრემიერმა გახარიამ მინისტრთა კაბინეტის წევრს ბოთლი ესროლა.
"ნიუპოსტის" მიერ მოპოვებული, სამთავრობო კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის პრემიერი ჯანდაცვის მინისტ ეკა ტიკარაძეს დაუპირისპირდა და წყლის ბოთლი ესროლა.
ამასთან ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს მთავრობაში, ეპიდემიოლოგებსა და საექსპერტო წრეებში დღითი-დღე იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მუშაობით უკმაყოფილოა.
მინისტრს უთანხმოება აქვს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძესთანაც.
მეტიც, ტიკარაძე გამყრელიძის წერილებს არც კი პასუხობს. ჩვენი წყარო ყვება, რომ გაბრაზებულმა გამყრელიძემ საკორდინაციო საბჭოს დატოვაბაც კი გადაწყვიტა. ამ შემთხვევაში საქმეში პირადად გახარია ჩაერთო და გამყრელიძეს წასვლა გადააფიქრებინა.
გამყრელიძე არ მალავს, რომ ჯანდაცვის სისტემა და ჰოსპიტალური სექტორი გამოწვევებს ვერ პასუხოსბს.
მასალის გამოყენების პირობები






